Accentnews.ge
„ჩინეთი უკრაინისთვის კეთილ ძალად დარჩება“: მოსკოვისთვის პეკინის შესაძლო მხარდაჭერის შესახებ ცნობების ფონზე ჩინეთის ელჩი ლვოვში ჩავიდა

„ჩინეთი უკრაინისთვის კეთილ ძალად დარჩება“: მოსკოვისთვის პეკინის შესაძლო მხარდაჭერის შესახებ ცნობების ფონზე ჩინეთის ელჩი ლვოვში ჩავიდა

15/03/2022 10:26:48 მსოფლიო

უკრაინაში ჩინეთის ელჩი ლვოვში იმყოფებოსა, რომელიც ორი დღის წინ რუსული ავიაიერიშების სამიზნე გახდა.

უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფან ქსიანრონგმა ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკისთან შეხვედრაზე განაცხადა, ჩინეთი კვლავაც იქნება „კეთილი ძალა უკრაინისთვის“, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,– ამის შესახებ კოზიცკი იუწყება.

კოზიცკი ასევე აღნიშნავს, რომ არც თუ დიდი ხნის წინ უკრაინამ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღნიშნეს:

"ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთი პატივს სცემს უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან თვითგამორკვევის უფლება სუვერენულია ყველა ხალხისთვის. სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ხალხის ძალა ერთობაშია".

ცნობისთვის: Financial Times–მა დაწერა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას როგორც ჩინეთში, ისე რუსეთში სიცრუე უწოდეს.

ერთ დღეში გამოცემამ კვლავ დაწერა, რომ „აშშ–მა პარტნიორებს აცნობა, რომ ჩინეთი იძლევა „სიგნალს“ მისი მზაობის შესახებ, სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს“.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის მზაობის შესახებ ცნობები აშშ–ს დიპლომატიური არხებით მიაწოდეს.

ანალოგიური ინფორმაცია მიიღო CNN-მაც. კერძოდ, მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით, რომელიც დაზვერვასთან არის კავშირში, წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, გაუწევს თუ არა ჩინეთი რუსეთს დახმარებას, თუმცა ჩინეთმა გარკვეული მზაობა გამოხატა.

"ზოგიერთი მართლაც შეშფოთებულია იმით, რომ დახმარების გაწევით [მათი მონაწილეობით] ჩინეთს, შესაძლოა, დასავლეთთან ეკონომიკური კავშირები გაუფუჭდეს", - თქვა წყარომ.

CNN-ი წერს, რომ ოფიციალური პირები ასევე აკვირდებიან ჩინეთს სხვა ტიპის დახმარების ნაწილშიც, მაგალითად რაც შესაძლოა გაეროში ხმის მიცემის დროს თავშეკავებაში გამოიხატოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკა "ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, იმასთან დაკავშირებით, ეხმარებიან თუ არა ისინი რუსეთს მატერიალურად, ეკონომიკურად ან რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერით".

მოგვიანებით Twitter–ზე Politico-ს ჟურნალისტმა პოლ მაკლერიმ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უშვებს ჩინეთისთვის მოსალოდნელ შედეგებს, თუ ის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს.

„თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ მხარდაჭერას შესთავაზებს უკრაინაში [ომის წინააღმდეგ - რედ.], ამას ალბათ, შედეგები მოჰყვება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ამართლებდა ჩინეთი რუსეთის ქმედებას, უარი თქვა სანქციებს შეერთებოდა და დაადანაშაულა [ესკალაციაში] დასავლეთი და აშშ“,– ციტირებს ჟურნალისტი პენტაგონის წარმომადგენელს.

დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთს საჯაროდ მოუწოდა, არ აღმოუჩინოს რუსეთს მსგავსი მხარდაჭერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S