Accentnews.ge
იუწყებიან ჰაკერის დაკავების შესახებ, რომელიც რუსული ძალების კომუნიკაციას უზრუნველყოფდა [ფოტო]

იუწყებიან ჰაკერის დაკავების შესახებ, რომელიც რუსული ძალების კომუნიკაციას უზრუნველყოფდა [ფოტო]

15/03/2022 09:52:52 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება ჰაკერის დაკავების შესახებ, რომელიც რუსულ ძალებს მობილური კომუნიკაციით უზრუნველყოფდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ანონიმურად უკავშირდებოდა ოკუპანტებს, ამასთან ახორციელებდა ზარებს უკრაინელი ძალოვნებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირების ტელეფონებზე შეთავაზებით, რომ გადასულიყვნენ მოწინააღმდეგის მხარეს. გარდა ამისა, ოკუპანტებს გადასცემდა ბრძანებებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული პირის გავლით ხორციელდებოდა დღეში 1000–მდე ზარი, მათ შორის არიან რუსული არმიის მაღალჩინოსნები.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში პირს ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S