Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა დნეპრის აეროპორტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დნეპრის აეროპორტი დაბომბეს

15/03/2022 09:33:53 ევროპა

15 მარტის ღამეს რუსეთის ჯარებმა ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ დნეპრის აეროპორტზე,– იუწყება დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

"ღამით მტერი თავს დაესხა დნეპრის აეროპორტს. ორი სარაკეტო დარტყმა. ასაფრენი ბილიკი განადგურდა. ტერმინალი დაზიანდა. განადგურება ფართომასშტაბიანია",– ამბობს რეზნიჩენკო და დასძენს, რომ აეროპორტის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

მე–20 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S