Accentnews.ge
CRRC – გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინელი ლტოლვილები უნდა მიიღოს

CRRC – გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინელი ლტოლვილები უნდა მიიღოს

15/03/2022 09:00:25 საზოგადოება

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა – 79% მიიჩნევს, რომ საქართველომ დროებით უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები, გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება და დაეხმაროს ფინანსურად.

შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების წასვლა, რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის შეზღუდვა და უკრაინისთვის სამხედრო საშუალებებით დახმარება.

CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S