
CRRC - რესპონდენტთა 66% აზრით, საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ყველა ან ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს
15/03/2022 09:02:13 საზოგადოება
CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 66% ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა ან ზოგიერთ დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს. 39% ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა სანქციას, ხოლო 27% - ზოგიერთს.
19% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.
CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.