Accentnews.ge
CRRC – რესპონდენტთა 66%-ის აზრით, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის ნება უნდა დართოს

CRRC – რესპონდენტთა 66%-ის აზრით, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის ნება უნდა დართოს

15/03/2022 09:04:16 საზოგადოება

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 66%-ისთვის მისაღებია, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის ნება დართოს.

რესპონდენტთა უმეტესობა, ასევე, ფიქრობს, რომ მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიაწოდოს, დროებით მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები, დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, შეზღუდოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეეების შემოსვლა, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.

CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S