
CRRC კვლევა – "ოცნება" – 22%, ენმ – 10%
15/03/2022 08:55:04 საზოგადოება
CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 22% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 10% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% - გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის".
მაღალია იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას.
კვლევის მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
- "ლელო" 3%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" 2%
- "პატრიოტთა ალიანსი" 2%
- სხვა პარტია 2%
- არც ერთს/ყველას გადავხაზავდი 16%
- არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 4%
- არ ვიცი 18%
- უარი პასუხზე 20%
CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.