
უკრაინაში სამი ბრიტანელის დაღუპვის შესახებ ცნობების შემდეგ, ლონდონში თანამოქალაქეებს გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს
15/03/2022 08:30:21 ევროპა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თანამოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში მოხალისეებად მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იავორივის ცენტრზე თავდასხმის დროს სამი ბრიტანელის დაღუპვის შესახებ,– წერს Sky News.
რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ სამი ბრიტანელი დაიღუპა პოლონეთის საზღვართან განხორციელებული საჰაერო თავდასხმას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მან არ იცის დეტალები, თანამოქალაქეებს შეახსენა სახელმწიფოს ოფიციალური რჩევა, რომ არ გაემგზავრონ უკრაინაში, რადგან ეს სახიფათოა საომარი მოქმედებების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამასთან, თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს დაღუპულ ბრიტანელთა ოჯახებს.
მან ბრიტანელებს მოუწოდა, „შესაწირი გადარიცხონ სანდო საქველმოქმედო ორგანიზაციებში“.