Accentnews.ge
სატელევიზიო კოშკზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

სატელევიზიო კოშკზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

15/03/2022 08:05:51 ევროპა

ქალაქ რივნეში სატელევიზიო ანძაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა19-მდე გაიზარდა,– იუწყება რივნის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კოვალი.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა: დილის 8:30 საათისთვის გვყავს 19 გარდაცვლილი და 9 დაშავებული“,– ამბობს კოვალი.

მისი თქმი, მაჩვენებელი შესაძლოა საბოლოო არ იყოს, რადგან სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კოვალმა აღნიშნა, რომ მაშველებს კიდევ რამდენიმე საათი სჭირდებათ ნანგრევების დასაშლელად, რის შემდეგაც გახდება ცნობილი მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

14 მარტს დაახლოებით დილის 5:20 წუთზე რუსული რაკეტა სატელევიზიო ანძას დაეცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S