ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავა
15/03/2022 07:20:08 მსოფლიო
ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის 140 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააკავა.
Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იახტა "ვალერი" Rostec-ს ხელმძღვანელს სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.
„დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა.
როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება იახტების დაკავება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.


