სლოვაკეთი ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს აძევებს
15/03/2022 07:12:51 მსოფლიო
სლოვაკეთი ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს აძევებს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საელჩოს მოუწოდებს, საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად აწარმოონ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.
რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს სლოვაკეთის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცეს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2022 წლის მარტში სლოვაკეთში პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი სლოვაკი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, სლოვაკეთის კონტრდაზვევრის სამსახურის წევრი, ასევე მთავრობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველზე დახურულ ვებგვერდთან დაკავშირებული პირი დააკავა.


