
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
15/03/2022 06:49:59 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 716 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 ადამიანი, გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.7%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა,
- აჭარა - 61,
- იმერეთი - 253,
- ქვემო ქართლი - 56,
- შიდა ქართლი - 132,
- გურია - 110,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150,
- კახეთი - 156,
- მცხეთა-მთიანეთი - 37,
- სამცხე-ჯავახეთი - 43,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 610, აჭარაში - 92, იმერეთში - 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 62. 29 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.