Accentnews.ge
ზელენსკი ანტისაომარი მოძრაობის მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს მადლობას უხდის

ზელენსკი ანტისაომარი მოძრაობის მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს მადლობას უხდის

15/03/2022 00:49:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე ანტისაომარი აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მადლიერება გამოხატა მათი აქტიურობის გამო.

"მადლიერი ვარ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც არ წყვეტენ მცდელობას, სიმართლე ითქვას, რომლებიც ებრძვიან დეზინფორმაციას და ამხელენ სიმართლეს, უამბობენ რეალურ ფაქტებს თავის მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. მადლობას ვუხდი პირადად იმ გოგონასაც, რომელიც 14 მარტს რუსეთის ტელევიზიის "პირველი არხის" სტუდიაში ანტისაომარი პლაკატით შევიდა. მადლობა ყველას, ვისაც არ ეშინია პროტესტის. რუსეთი ჯერ სრულად არ ჩაკეტილა მსოფლიოსგან და არ ქცეულა ერთ ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად. თქვენ უნდა იბრძოლოთ, რათა არ დაკარგოთ თქვენი შანსიც", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი ოფისის Telegram-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S