პენტაგონი: "რუსეთი სამიზნეების წრეს აფართოებს"
15/03/2022 00:15:31 მსოფლიო
გასულ კვირა დღეს ლვოვის სიახლოვეს იავორივის სასწავლო ცენტრზე საჰაერო შეტევამ, რომელიც რიგით მესამედ იქცა დასავლეთ უკრაინაში განხორციელებულთა შორის, პენტაგონისთვის ცხადჰყო, რომ რუსეთი თავისი სამიზნეების წრეს აფართოებს, - განაცხადა, CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
"არ ვისაუბრებ ყველა იმ ფორმაზე, რომლითაც ვეძებთ გზებს, უკრაინას თავის დაცვაში დავეხმაროთ, მაგრამ ცალსახად ვგეგმავთ, უკრაინელებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მაქსიმალური და ოპტიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მერწმუნეთ, არსებობს მთელი რიგი სხვადასხვა გზები, რომლითაც ამის მიღწევას ვცდილობთ" - განაცხადა კირბიმ.


