Accentnews.ge
ბელარუსში, უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დააფიქსირეს

ბელარუსში, უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დააფიქსირეს

14/03/2022 21:30:22 ევროპა

უკრაინის საზღვრიდან 8 კილომეტრში, სოფელ ზავიშეში ბელარუსის 30-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა დააფიქსირეს,– იუწყება ბელარუსი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, MotolkoHelp პროექტის დამფუძნებელი ანტონ მოტოლკო და Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს.

მისი განმარტებით, ტექნიკის მოძრაობა 15 მარტს, ღამით დააფიქსირეს.

ვიდეოში ჩანს ჯავშანტექნიკა საიდენტიფიკაციო ნიშნით.

ამასთან, MotolkoHelp იუწყება, რომ ვერტმფრენები ბოკოვის აეროდრომიდან (გომელის რეგიონი) ორშაბათს აფრინდნენ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

გარდა ამისა, იელსკში (გომელის რაიონი) ჩამოიტვირთა მატარებელი. საუბარია ტანკებსა და სხვა რუსულ სამხედრო ტექნიკაზე მარკით „V“.

ტექნიკა გადაიყვანეს მაგისტრალის მხარეს. შემდგომი მიმართულებაა ნაროვლია (გომელის რეგიონი) ან ნოვაია რუდნიას საგუშაგო ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე.მანამდე MotolkoHelp-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკის კოლონები რუსული და ბელარუსული ნომრებით აგრძელებენ მოძრაობას ბელორუსის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით. გარდა ამისა, მათ შენიშნეს საგზაო პოლიციის მანქანები ჩეჩნეთიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S