Accentnews.ge
აშშ უშვებს რუსეთიდან იმპორტის სრულ აკრძალვას და მისთვის საერთაშორისო საზღვაო გზების ჩაკეტვას

აშშ უშვებს რუსეთიდან იმპორტის სრულ აკრძალვას და მისთვის საერთაშორისო საზღვაო გზების ჩაკეტვას

14/03/2022 20:53:08 მსოფლიო

აშშ შემდგომ სანქციებს შორის უშვებს ტოტალურ ემბარგოს რუსულ პროდუქციაზე და საერთაშორისო საზღვაო გზების ბლოკირებას რუსული გემებისთვის,– ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ ვალი ადემომ განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის განხორციელება, აშშ–მა დახუროს საერთაშორისო საზღვაო გზები რუსული გემებისთვის და სრული ემბარგო დააწესოს რუსულ პროდუქტებზე, ადემომ უპასუხა:

„ვაგრძელებთ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას, რათა მან გავლენის უნარი დაკარგოს. გავაგრძელებთ რუსი ელიტების დევნას, რათა რესურსები ამოეწუროს ვლადიმირ პუტინს. ჩვენ გამოვიყენებთ ექსპორტის კონტროლს, რათა შევამციროთ მათი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ მომავალზე, რაც შეესაბამება პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნას. ”

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიზნად დაისახა იმგვარი ზომების მიღება, რომ მაქსიმალური გავლენა მოახდინოს რუსეთზე და ამავდროულად, მინიმალური ზიანი მიაყენოს მოკავშირე ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S