Accentnews.ge
ზელენსკიმ ირპენში დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტის ოჯახს წერილი მისწერა

ზელენსკიმ ირპენში დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტის ოჯახს წერილი მისწერა

14/03/2022 20:34:51 მსოფლიო

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმრის წერილი მისწერა ირპენში დაღუპული ჟურნალისტის ბრენტ რენოს ოჯახს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ჟურნალისტი დაიღუპა მილიონობით უკრაინელის ტანჯვის აღწერისას.

„გულწრფელად სამძიმარს ვუცხადებ ბრენტ რენოს ოჯახს, რომელიც დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხისთვის მიყენებული დაუნდობლობისა და ბოროტების დოკუმენტირებისას.

დაე, ბრენტის სიცოცხლემ, მსახურებამ და მსხვერპლმა შთააგონოს თაობები მთელს მსოფლიოში, დადგეს ნათელ ძალებთან ერთად ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია წერილში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი, რომელიც რუსეთის აგრესიას ებრძვის, ჟურნალისტის ოჯახთან ერთად გლოვობს.

13 მარტს კიევის რეგიონში, ირპენში 51 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო მოკლეს, რომელიც The New York Times-თან თანამშრომლობდა.

იმ დღეს ირპენში კიდევ ორი ​​კორესპონდენტი დაშავდა. ბრენტი უკრაინაში TIME Studios-ის პროექტზე მუშაობდა, რომელიც ფოკუსირებულია ლტოლვილთა გლობალურ კრიზისზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S