Accentnews.ge
ჩინური აქციები მკვეთრად დაეცა რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო აღმოჩენის ცნობების შემდეგ

ჩინური აქციები მკვეთრად დაეცა რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო აღმოჩენის ცნობების შემდეგ

14/03/2022 20:23:06 მსოფლიო

ჰონგ კონგში ჩამოთვლილმა ჩინურმა აქციებმა ყველაზე მძიმე დღე განიცადეს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ,– წერს Bloomberg და განმარტავს, რომ პანიკა გამოიწვია პეკინის მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებმა და ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს რუსეთს უკრაინაში წარმოწყებულ ომში.

Bloomberg–ს მაგალითისთვის მოჰყავს Hang Seng China Enterprises: ინდექსი დაიხურა 7.2%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ. ხოლო Hang Sang ტექნიკური ინდექსი 11%-ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი ვარდნაა 2020 წლის ივლისში ინდიკატორის გამოქვეყნების შემდეგ.

ცნობისთვის: Financial Times–მა დაწერა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, რასაც როგორც

ჩინეთში, ისე რუსეთში სიცრუე უწოდეს.მოგვაინებით Financial Times–მა აშშ–ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ასევე დაწერა, რომ აშშ–მა პარტნიორებს აცნობა, რომ ჩინეთი იძლევა „სიგნალს“ მისი მზაობის შესახებ, სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის მზაობის შესახებ ცნობები აშშ–ს დიპლომატიური არხებით მიაწოდეს.

შემდეგ Twitter–ზე Politico-ს ჟურნალისტმა პოლ მაკლერიმ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უშვებს ჩინეთისთვის მოსალოდნელ შედეგებს, თუ ის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს.

„თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ მხარდაჭერას შესთავაზებს უკრაინაში [ომის წინააღმდეგ - რედ.], ამას ალბათ, შედეგები მოჰყვება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ამართლებდა ჩინეთი რუსეთის ქმედებას, უარი თქვა სანქციებს შეერთებოდა და დაადანაშაულა [ესკალაციაში] დასავლეთი და აშშ“,– ციტირებს ჟურნალისტი პენტაგონის წარმომადგენელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S