Accentnews.ge
"სასწრაფოდ გვჭირდება მშვიდობა!": სანქცირებული მილიარდერი პუტინის ომის შედეგების შესახებ გაფრთხილებით გამოდის

"სასწრაფოდ გვჭირდება მშვიდობა!": სანქცირებული მილიარდერი პუტინის ომის შედეგების შესახებ გაფრთხილებით გამოდის

14/03/2022 20:14:45 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ შეიძლება, გამოიწვიოს სურსათის გლობალური დეფიციტი,– ამის შესახებ Reuters-ს მილიარდერმა ანდრეი მელნიჩენკომ განუცხადა.

„ამ კრიზისის ერთ-ერთი მსხვერპლი იქნება სოფლის მეურნეობის სექტორი და სურსათი. ამან უკვე გამოიწვია სასუქებზე ფასების მკვეთრი მატება, რის გამოც ის ფერმერებისთვის მიუწვდომელი ხდება. ასევე გამოიწვევს ევროპაში სურსათის კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას და სურსათის ნაკლებობას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში”- პროგნოზირებს მელნიჩენკო.

მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ნამდვილად ტრაგიკული“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მშვიდობა“.

როგორც გამოცემა წერს, ბიზნესმენი ბელარუსში დაიბადა, დედა უკრაინელი ჰყავს.

მელნიჩენკო ბოლო დრომდე იყო მინერალური სასუქების მწარმოებელი „ევროხიმის“ ბენეფიციარი.

9 მარტს ის დაექვემდებარა ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების საპასუხოდ. ამის შემდეგ ბიზნესმენი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დირექტორთა საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციები კომპანიებში – СУЭК–სა და „ევროხიმში", ხოლო საკუთარი 100% და 92,2% –იანი წილი 0%–მდე დაეწია. თემის კომენტირებისას ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას კავშირი არ აქვს უკრაინაში გაჩაღებულ ომთან და სანქციებს აბსურდული უწოდა.

გასულ კვირაში მედია წერდა, რომ იტალიაში დააკავეს ბიზნესმენის

142-მეტრიანი იახტა. მისი ღირებულება 530 მილიონი ევროა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S