
უკრაინაში რუსული არმიის მე-12 საინჟინრო ბრიგადის მეთაურის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
14/03/2022 18:56:24 ევროპა
უკრაინაში რუსული არმიის მე-12 საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია დაიღუპა,– ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები წერენ და ოჯახს უსამძიმრებენ.
მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.