Accentnews.ge
როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე იერიშს 9 ადამიანი ემსხვერპლა

როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე იერიშს 9 ადამიანი ემსხვერპლა

14/03/2022 18:31:50 ევროპა

ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა. ინფორმაციას როვნოს რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კოვალი ავრცელებს.

"დღეს დილით რივნის რაიონში ორი რაკეტა დაესხა სატელევიზიო ანძას და მის მიმდებარედ ადმინისტრაციულ შენობას. 18:00 საათის მდგომარეობით ვაცხადებთ, რომ გვყავს 9 დაღუპული, 9 დაშავებული. სამუშაოები აქტიურად გრძელდება", - აცხადებს კოვალი.

კოვალის თქმითვე, რეგიონის ჩრდილოეთით მაუწყებლობა საკაბელო ქსელის მეშვეობით აღდგა, ​​ეთერში გავიდა ადგილობრივი მაუწყებლების რადიოსადგურებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S