Accentnews.ge
სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს აძევებს

14/03/2022 18:08:34 ევროპა

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევება გადაწყვიტა.

მათ ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრო ასევე "მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის საელჩოს, განახორციელოს თავისი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაძევებას "გაუმართლებელი" უწოდა და პირობა დადო, რომ სლოვაკეთის ქმედებები "უპასუხოდ არ დარჩება."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S