
მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს
14/03/2022 17:29:42 საზოგადოება
მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ერთი თვის წინ მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში 14 მარტს შეღება და დააწერა: „მოღალატეები“. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ამ დროს დაკეტილი იყო.
როგორც ბაირამოვა განმარტავს, „კონსერვატიული მოძრაობა“, იგივე „ალტ-ინფო", ეთნიკური ჯგუფების მიმართ შეუწყნარებელია, ქადაგებს ძალადობას, რაც ატარებს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ პარტია საქართველოს რეგიონებში ოფისებს პროტესტის ფონზე ხსნის.