Accentnews.ge
მედია: რუმინეთში რუსული სადაზვერვო აპარატი ჩამოვარდა

მედია: რუმინეთში რუსული სადაზვერვო აპარატი ჩამოვარდა

14/03/2022 16:56:43 ევროპა

სავარაუდოდ რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს რუმინეთის მუნიციპალიტეტის დუმიტრაში, უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში,– იუწყება Balkan Observer.

ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქემ მათ აცნობა, რომ უცნობი საფრენი აპარატი მის სახლთან „დაფრინდა“.

პოლიციის პრეს–სამსახურში განაცხადეს, რომ ეს იყო მინიატურული თვითმფრინავი, რომელსაც არ გააჩნდა რაიმე აღჭურვილობა ან მარკირება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო სამხედრო დრონი ან ომთან დაკავშირებული მოწყობილობა. თუმცა ფოტოების მიხედვით, რომელიც ადგილობრივმა მედამ მოიპოვა, საუბარია რუსულ უპილოტო საფრენ აპარატ „Orlan-10“, რომელიც სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, აღნიშნულ საფრენ აპარატს რუსული მხარე მუდმივად იყენებდა კონფლიქტის დროს დონბასში 2014 წელს.

ცნობისთვის: 11 მარტს ზაგრებში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა. აფეთქებამ 40-მდე მანქანა დააზიანა. ხორვატი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის საბჭოთა წარმოების Tu-141, რომელიც გამოიყენებოდა 1980-იან წლებში.

ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ტერიტორიას, სადაც მოწყობილობა ჩამოვარდა, ისეთივე სახელი ჰქვია, როგორიც სოფელს ჟიტომერის რეგიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S