Accentnews.ge
"საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას"- დაზვერვა

"საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას"- დაზვერვა

14/03/2022 15:55:15 ევროპა

ოკუპანტებმა სამიზნეში ამპოღეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და და ძირს უთხრიან სასურსათო უსაფრთხოებას უკრაინასა და მსოფლიოში,– იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.

უწყების ცნობით, რუსული ზალებუს მიერ სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მიზანმიმართული განადგურების სისტემატური შემთხვევები ფიქსირდება:

  • ბროვარსკის ოლქი (კიევის რეგიონი),
  • მელიტოპოლის რეგიონი (ზაპოროჟიეს რაიონი),
  • პრილუცკის, ნეჟინსკის, ნოვგოროდ-სევერსკის ოლქები (ჩერნიგოვის რეგიონი),
  • ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების ზოგიერთ რაიონში.

მათივე ცნობით, ამასთან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას მასიურად ითხოვენ ოკუპანტები საინჟინრო სამუშაოებისთვის, სამშენებლო ფორტიფიკაციისა და ჯავშანტექნიკისთვის. ხოლო სამუშაოებში იძულებით არის ჩართული ოკუპირებულ დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობა:

„13 მარტის ღამეს, ახტირსკის რაიონის ჩუპახოვკასა და ოლენინსკოეის დასახლებებში (სუმიის რაიონი) მიზანმიმართული საჰაერო შეტევა განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესანახ ადგილებზე. შედეგად განადგურდა მთელი ტექნიკა – 30 ერთეულზე მეტი“.

უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი მიზანმიმართული შეტევა საფრთხის ქვეშ დააყენებს გაზაფხულზე თესვის კამპანიას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინის გარკვეულ რეგიონებში:

„სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია არა მხოლოდ უკრაინაში. ჩვენი სახელმწიფო არის ბაზრებზე მრავალი სახეობის მოსავლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ევროპასა და ჩინეთში“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა საგაზაფხულო სამუშაოების წარმართვის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S