
უკრაინაში ამერიკელი ექიმები ჩავიდნენ და საველე ჰოსპიტალი გაშალეს
14/03/2022 15:01:06 ევროპა
ამერიკელმა ექიმებმა ლვოვთან საველე ჰოსპიტალი გაშალეს, სადაც უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ საჭიროების მქონე პირებს,– იუწყება ამის ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკი.
მისი თქმით, ჰოსპიტალში ხორციელდება გადაუდებელი დახმარება, ქირურგიულ ჩარევა, სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურება.
ჰოსპიტალს ერთდროულად 60 პაციენტის მიღება შეუძლია.
„არის დიდი ჯგუფი – ასობით მედპერსონალი. მათ ნაწილს ერაყში მუშაობის გამოცდილება აქვს. ექიმებმა თან მოიტანეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ პაციენტების დასახმარებლად. საავადმყოფო 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს“,– თქვა კოზიცკიმ.
მისი თქმით, ამ კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას დაიწყებს კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი იავორივის რეგიონში, რომელსაც ისრაელელი ექიმები გაშლიან.