თურქეთი ინდონეზიისთვის ტანკების მიწოდებას იწყებს
14/03/2022 14:26:24 მსოფლიო
თურქეთმა ინდონეზიის შეიარაღებული ძალებისთვის წარმოებული ტანკების – Kaplan MT პირველი პარტიების მიწოდება დაიწყო.
როგორც განიმარტა, პროექტი ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
თურქული გამოცემა Anadolu-ს ცნობით, ტანკების მიწოდების პირველი ეტაპის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
18 ტანკიდან 10 ინდონეზიაში გაზაფხულზე გაიგზავნება და მისი აწყობის ბოლო ეტაპი ინდონეზიაში ჩატარდება. „ბელგიაში აწყობილი სატანკო კოშკი ინდონეზიაში განთავსდება.
ეს ჯაკარტას მოთხოვნაა. დანარჩენი ინსტალაცია თურქეთში ხორციელდება“, - განუცხადეს Anadolu-ს.


