Accentnews.ge
კულება: „გერმანია ყველაზე პრობლემური ქვეყანაა რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის თვალსაზრისით“

კულება: „გერმანია ყველაზე პრობლემური ქვეყანაა რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის თვალსაზრისით“

14/03/2022 14:13:05 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ გერმანია რჩება მეტ–ნაკლებ პრობლემურ ქვეყნად რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის თვალსაზრისით,– ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა უკვე უარს ამბობენ რუსულ ნავთობსა და ნახშირზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვან რუსეთის ენერგორესურსებზე - აქ ყველაზე დიდიპრობლემა გვაქვს გერმანიის სახით, რომლისთვისაც მსგავსი უარი ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ და გვჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს მოგვისმენენ“, - აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ გერმანიას ენერგეტიკულ ბალანსს მოაძებნინებს, მეორეს მხრივ, რუსეთსევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებით ფულის შოვნის გზას მოუჭრის.

მისი თქმით, რუსეთის ენერგომატარებლებისთვის გადახდილი თითოეული დოლარი გულისხმობს ფულის სამხედრო მანქანისთვის მიცემას, რომელიც სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს და რომელმაც ევროპის უსაფრთხოება მოარღვია.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სანქციების პირველი პაკეტების ფორმირებაში გერმანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კულებამ გარდა რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმისა, მოითხოვა, დაიხუროს პორტები რუსეთის გემებისთვის, უარი ეთქვათ ტვირთების პორტებში გადამუშავებაზე, რომლებიც რუსეთისთვისაა განკუთვნილი, SWIFT–იდან სხვა რუსული ბანკების გათიშვაც, უპირველესად, სბერბანკის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S