МиГ-29-ების ირგვლივ ვითარება "დიპლომატიური გამოცანაა", დასავლეთის ქცევა - "პინგ-პონგი", - კულება
14/03/2022 14:19:04 მსოფლიო
უკრაინა აგრძელებს აშშ-სა და ევროპელ პარტნირებზე ზეწოლას გამანადგურებლების მისაღებად, - განაცხადა ამერიკულ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი კულებამ და МиГ-29-ის ირგვლივ ვითარებას "დიპლომატიური გამოცანა" უწოდა, ხოლო დასავლეთის ქცევას - "პინგ-პონგი".
მისთვის სრულიად გაუგებარია დასავლელი ლდერების განცხადებები იმის შესაებ, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება "კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს", რადგან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, "ესკალაცია უკვე პიკშია".
«გულახდილად რომ ვთქვა, ის, რაც ბოლო კვირის განმავლობაში გამანადგურებლების გადმოცეის საკითხის ირგვლივ ხდება, ერთგვარი დიპლომატიური გამოცანაა. ერთის მხრივ, თითქოს ყველა მზადაა, გადმოგვცეს, მაგრამ რეალობაში მსგავსი არაფერი ხდება ეს პინგ-პონგის თამაშს ჰგავს, ჩვენი კი თამაშებისთვის დრო არ გვაქვს»,— განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.
ცნობისთვის: დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლონეთის საგარეო უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის გადასაცემად თავისი МиГ-29-ები აშშ-ის განკარგულებაში გადაეცა და რამშტაინის ავიაბაზაზე გადაესროლა. მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას გამანადგურებლებს დამოუკიდებლად ვერ მიაწვდიდა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები ნატო-ს დონეზე ერთობლივად უნდამიიღებოდეს. თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევდა.


