Accentnews.ge
უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, რომელიც დაბომბვების შემდეგ კოლონიიდან გაიქცა

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, რომელიც დაბომბვების შემდეგ კოლონიიდან გაიქცა

14/03/2022 13:29:47 ევროპა, სამართალი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 5 კოლაბორაციონისტისა და სანქცირებული „კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ იუწყება.

უწყების ცნობით, უკრაინელმა ძალოვანებმა ვინიცკოის რეგიონში მოახერხეს წარმოშობით ქართველი „კანონიერი ქურდის“ გიორგი კილაძის, მეტსახელად „გეგა ოზურგეთსკის“ დაკავება, რომელიც 2021 წლიდან უსაფრთხოების სამსახურის სანქცირებულთა სიაში იმყოფებოდა. მას 2020 წელს მკვლელობის მცდელობისთვის ჰქონდა პატიმრობა მისჯილი და სასჯელი ჩერნიგოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. აღნიშნული დაწესებულება.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დაკავებულმა კილაძემ განაცხადა, რომ მან 2022 წლის თებერვლის ბოლოს, დაბომბვის დაწყების შემდეგ, თვითნებურად დატოვა კოლონია.

რაც შეეხებათ დანარჩენ დაკავებულებს, უშიშროების სამსახურის ცნობით, პოკროვსკში ცოლ-ქმარმა გადაიღო ფოტოები და ვიდეო აეროდრომების, ელექტროსადგურების, ხიდების და ა.შ. კადრები გადაუგზავნეს კურატორს - რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ოკუპანტებმა მონაცემები გამოიყენეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებისთვის.

კიდევ ორი პირი კრამატორსკში დააკავეს. უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ შეაგროვეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთში გადაადგილების შესახებ და რუსულ მხარეს გადასცეს.

სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ასევე დააკავეს კიევის 24 წლის მკვიდრი, რომელმაც რუსულ ძალეს გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის გადაადგილების და მდებარეობის ამსახველი ფოტოები. მიღებული ცნობები რუსეთის არმიამ შეტევითი და ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვისას გამოიყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S