
უკრაინა მუშაობს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივების ნაწილის მოპოვებაზე
14/03/2022 13:05:10 ევროპა
უკრაინა მუშაობს, რომ სანქცების გამო რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივების ნაწილი მიიღოს,– ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა.
„ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს. სანქციებს ჩვენც შევუერთდით. ვმუშაობთ წამყვან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან. წამყვანმა კერძო ბანკებმა, მაგალითად, Goldman Sachs, Deutsche Bank, JPMorgan და სხვებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს საქმიანობა რუსეთში, გადიან აქტივებიდან და ეს საკმაოდ მტკივნეულია აგრესორის ეკონომიკისთვის. ასევე ვმუშაობთ სხვა კორპორაციებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, რათა შევწყვიტოთ წევრობა და აგრესორთან მუშაობის შესაძლებლობები“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, რუსეთს დასავლეთის ქვეყნებმა ოქროს რეზერვის ნახევარი გაუწინეს. ღირებულება დაახლოებით 415 მილიარდი დოლარია.