Accentnews.ge
ირპენთან დაიღუპა უკრაინელი ფეხბურთელი, რომელიც ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა

ირპენთან დაიღუპა უკრაინელი ფეხბურთელი, რომელიც ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა

14/03/2022 12:14:58 ევროპა

13 მარტს, ირპენში რუსული ძალების მიერ განხორციელებუ დაბომბვებს უკრაინელი ფეხბურთელი ალექსანდრ ივაშიკი ემსხვერპლა, რომელიც ვლადიმიერ პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ მოხალისედ ჩარიცხა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ომის დაწყების შემდეგ ის ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა.

"დღეს არის კიდევ ერთი მტკივნეული დანაკარგი. ჩვენი მოხალისე ალექსანდრე ივაშჩიკი დაიღუპა ირპენში მტრის ცეცხლის ქვეშ. საშა იყო ფეხბურთელი, თამაშობდა ირპინის ვეტერანთა გუნდში. ომის დაწყებიდან ის ასობით ადამიანს დაეხმარა, განსაკუთრებით – მოხუცებს“,– ირპენის მერი ალექსანდრ მარკუშინი.

მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S