მასკმა პუტინი ბრძოლაში გამოიწვია
14/03/2022 12:03:42 მსოფლიო
SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის ერთი ერთზე ბრძოლაში გამოიწვია.
„ვლადიმირ პუტინი გამოვიწვიე ერთი ერთზე ბრძოლაში. ფსონი უკრაინაა“,– წერს მასკი Twitter–ზე.
კომენტარებში მას ჰკითხეს: "გაგიკვირდებათ, რომ მან თქვენი გამოწვევა მიიღოს?“.
კითხვას მასკმა რუსულად უპასუხა: „ეს პატივი იქნებოდა“.


