Accentnews.ge
კრემლი უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ "საქმის კურსში არაა" - პესკოვი

კრემლი უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ "საქმის კურსში არაა" - პესკოვი

14/03/2022 12:10:57 მსოფლიო

კრემლისთვის არაფერია ცნობილი უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მის მიერვე ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ყოფნის თაობაზე. შესაბამისი განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

«რამდენადაც ვიცი, კადიროვს მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს იქ ყოფნის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ამის თაობაზე არაფერია ცნობილი. მიმართეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პრეს-სამსახურს" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ პესკოვმა.

კადიროვის უკრაინაში ჩასვლის შესახებ 13 თებერვალს, დილით გახდა ცნობილი. თავად კადიროვმა გაავრცელა სარდაფში მის სპეცრაზმელებთან ჩატარებული "თათბირის" ვიდეოჩანაწერი. ერთ-ერთი მებრძოლი მას უკრაინულ ბავშვთა სახლზე თავდასხმის, ბავშვების ტყვედ აყვანის შესახებ დავალების შესრულების შესახებ მოახსენებს და "მწუხარებით" აღნიშნავს, რომ შენობაში არავინ დახვდათ. ჩანაწერში ისმის ასევე კადიროვის განცხადება იმის შესახებ, რომ "მიზანი კიევია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S