იაპონია რუსეთის "უმართავობის" გამო "ახალი მსოფლიო წესრიგის ორგანიზების" მოწოდებით გამოდის
14/03/2022 11:55:40 მსოფლიო
იპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის "უმართავობის" გამო "ახალი მსოფლიო წესრიგის ორგანიზების" მოწოდებით გამოვიდა.
პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბატონმა კისიდამ აღნიშნა, რომ "იაპონია და ქვეყნები, რომლებიც რეფორმებისადმი პოზიტიურად არიან განწყობილები, გააგრძელებენ ძალისხმევას გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და თავად ორგანიზაციის რეფორმირებისთვის". ხსენებული ქვეყნები მას არ დაუკონკრეტებია.
«გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთის უმართავობა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე მიგვითითებს»,— დარწმუნებულია ფუმიო კისიდა.


