ჩინეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის
14/03/2022 11:34:32 მსოფლიო
ჩინეთის წითელი ჯვრიდან უკრაინაში, ლვოვში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი, მათ შორის რეზინი 15 მარტს ჩავა,– იუწყება უკრაინული მედია უკრაინაში ჩინეთის საელჩოზე დაყრდნობით.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს ჩინეთიდან უკრაინისთვის დახმარების მესამე პარტიაა. ტვირთი პოლონეთში 14 მარტს უნდა ჩავიდეს. მანამდე ჩინეთის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით გადაიტანეს.
როგორც იუწყებიან, ჩინურმა კომპანიებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ უკრაინაში, თავიანთი სასადილოების და აღჭურვილობის გამოყენება დაიწყეს პურის დასამზადებლად და წიწიბურის გადასამუშავებლად. პროდუქტს ადგილობრივებზე ყიდიან.
მანამდე "Financial Times"-მა ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე "სეპცოპერაციის" მხარდასაჭერად პეკინს სამხედრო და ეკონომიკური დახმარების თხოვნით მიმართა.
«ეს დეზინფორმაციაა. ჩინეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინაში დეესკალაციის მომხრეა. ჩვენ დიპლომატიურ დარეგულირებას უნდა შევუწყოთ ხელი და არა დაძაბულობის ესკალაციას" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა თემის კომენტირებისას.


