ისრაელი: "არ ვაპირებთ, სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად ვიქცეთ"
14/03/2022 11:21:54 მსოფლიო
ისრაელი არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის გზად იქცეს.
"არ ვაპირებთ, სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად ვიქცეთ" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაირ ლაპიდმა.
მინისტრის თქმით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ საკითხს პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელის ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, აეროპორტების ადმინისტრაციასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სხვა [სტრუქტურებთან]“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ისრაელი მზადაა შუამავლობისთვის და „ყველაფერი გააკეთოს“ საომარი მოქმედებების დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად.


