
ლონდონში აქტივისტებმა რუსი ოლიგარქის სახლი დაიკავეს და უკრაინის დროშა გადმოფინეს
14/03/2022 10:54:11 ევროპა
ლონდონში აქტივისტებმა დაიკავეს 25 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი დაიკავეს, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ოლეგ დერიპასკასთან არის დაკავშირებული.
სახლი ლონდონის ელიტარულ რაიონში მდებარეობს და ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად ითვლება.
აქტივისტები სახლში გვიან ღამით შეიჭრნენ, გადმოფინეს უკრაინის დროშები და ბანერები წარწერით „ეს ქონება გათავისუფლდა“, „პუტინო, წადი х*й“.
სასახლე ეკუთვნის ოლეგ დერიპასკას ოჯახს – იმ შვიდი ოლიგარქიდან ერთ-ერთს, რომლის წინააღმდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ გასულ კვირას სანქციები დააწესა.
როგორც მედია წერს, მას ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებან ახლო კავშირები ჰქონდა.
გასულ კვირაში გამოცხადებული სანქციების შედეგად, მისი აქტივები გაიყინა და ბრიტანეთში ფიზიკურ პირებთან და ბიზნესებთან ყოველგვარი გარიგება აეკრძალა.
ოლიგაქრი სასამართლოში აპირებს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ვარაუდობე, რომ ოლიგარქი 3,2 მილიარდ ფუნტს ფლობს.
იხილეთ ასევე: ბიარიცაში პუტინის ქალიშვილის ვილაში საცხოვრებლად ლტოლვილები მიიწვიეს