Accentnews.ge
რუსეთის განათლების მინისტრმა სკოლებში კრემლის პროპაგანდისტული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გაილაშქრა

რუსეთის განათლების მინისტრმა სკოლებში კრემლის პროპაგანდისტული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გაილაშქრა

14/03/2022 10:14:25 მსოფლიო

რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა სკოლებში კრემლის პროპაგანდისტული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გაილაშქრა.

  • მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობის ფონზე რუსეთის სასწავლო დაწესებულებებში მთავრობის "რეკომენდაციით" "ისტორიის სპეციალური გაკვეთილების" ჩატარება დაიწყო. მასწავლებლებს "მეთოდოლოგია" დაურიგეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "საბრძოლო მოქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად წარმოებს», უკრაინაში შეჭრის მიზეზებად კი მოყვანილია "ნატო-ს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან მოახლოება, ბირთვული ომის საფრთხე, უკრაინაში დაუფარავი რუსოფობია და ფაშიზმი, რომელიც მისი ჰიმნის ტექსტშიც კი ვლინდება".

«კოლეგებო, სიმართლე უდავოდ ჩვენს მხარესაა და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, გავიმარჯვოთ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომში. მაგრამ ბავშვებთან აუცილებელია ძალზე პროფესიონალურად, ფრთხილად, ფაქიზად მუშაობა. დაუშვებელია მათთვის თუნდაც სრულიად ცხადი ჭეშმარიტების თავს მოხვევა»,— განაცხადა განათლების მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S