
უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო
14/03/2022 09:31:48 ევროპა
უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი და რუსეთთან მომლაპარაკებელი მიხაილ პოდოლიაკი იუწყება.
მოლაპარაკებები კიევის დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო და წინასწარი ინფორმაციით, ვიდეო ფორმატში მიმდინარეობს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე პოდოლიაკმა ვიდეო-კომენტარი გაავრცელა.
„მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, სამხედროების სასწრაფოდ გაყვანაზე. რთული საუბრები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, ის რჩება ილუზიის ქვეშ, რომ 19 დღიანი ძალადობა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ სტრატეგიის სწორი არჩევანია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.