Accentnews.ge
"სამყარო ერთ ღამეში დაინგრა ": ბეკმამბეტოვმა პუტინის ომი დაგმო და დოკუმენტური ფილმის გადაღებას აანონსებს

"სამყარო ერთ ღამეში დაინგრა ": ბეკმამბეტოვმა პუტინის ომი დაგმო და დოკუმენტური ფილმის გადაღებას აანონსებს

14/03/2022 09:24:12 მსოფლიო

ყაზახური წარმოშობის ცნობილმა რუსმა რეჟისორმა ტიმურ ბეკმამბეტოვმა განაცხადა, გული სწყდება იმ მოვლენების გამო, რაც ამჟამად უკრაინაში ხდება.

მისი თქმით, ბევრჯერ არის ნამყოფი უკრაინაში, განსაკუთრებით ჩერნიგოვსა და ხერსონში:

"ეს ის სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობდით და გულდასაწყვეტია, ვხედავდე, რომ ის ერთ დღეში იშლება“.

მისივე თქმით, მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავირებით და სურს გავლება პარალელის „გაქცევა ავღანეთიდან“:

„აქ ბევრი პარალელია არა მხოლოდ სამხედრო კამპანიის თვალსაზრისით, არამედ როგორ ატყუებენ ჩინოვნიკები საზოგადოებას ომის შესახებ.

ის ეთანხმება მსოფლიო კინო საზოგადოების პოზიციას, რომ აიკრძალოს რუსული ფილმების ჩვენება სხვადასხვა ფესტივალებზე. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი რუსული პროექტი შეჩერდება:

„ალბათ, ეს არ არის საუკეთესო დრო ზოგადად ფესტივალებისთვის: სანამ უკრაინაში სისხლი იღვრება, ევროპული ფესტივალის სისხლიან-წითელი ხალიჩები ბოროტ მნიშვნელობას იძენს“, - დაასკვნა რეჟისორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S