
უკრანაიში რუსეთის აგრესიას 90 ბავშვი ემსხვერპლა
14/03/2022 08:59:42 ევროპა
უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, 14 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 90 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ჩერნიგოვი, სუმი, ხერსონი, ნიკოლაევი და ჟიტომირის რაიონებში:
„მხოლოდ 13 მარტს ნიკოლაევის რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისას ორი ბავშვი დაიღუპა, ორი დაიჭრა“.
გარდა ამისა, დაბომბვით დააზიანა 379 სასწავლო დაწესებულება, მათგან 59 მთლიანად განადგურდა.
დონეცკის ოლქში 119 საგანმანათლებლო დაწესებულება დაესხნენ თავს; მიკოლაევში - 30–ს, სუმში - 28–ს, კიევში - 35–ს, ხერსონში - 21–ს, კიევში - 24–ს:
„ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება შემთხვევის ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საომარ მოქმედებებს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.