Accentnews.ge
ოკუპანტებმა ბერდიანსკიდან მღვდელი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ბერდიანსკიდან მღვდელი გაიტაცეს

14/03/2022 08:22:36 ევროპა

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ბერდიანსკიდან მღვდელი ოლეგ ნიკოლაევი გაიტაცეს,– იუწყება უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით.

მათი ცნობით, ჩხრეკა მღვდლის სახლში ჩატარდა, შემდეგ კი სასულიერო პირი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ხოლო მეუღლეს, რომელიც მძიმედ არის ავად და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, უბრძანეს, შინიდან არ გასულიყო.

როგორც ირკვევა, სასულიერო პირმა მუქარის შეტყობინებები ჯერ კიდევ ბერდიანსკისთვის ბრძოლების დროს მიიღო ტელეფონზე.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 13 მარტს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ვოლნოვახაში რუსებმა მოკლეს სამხედრო კაპელანი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იღუმენი პლატონი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S