
1249 ჯავშანტექნიკა, 90 ვერტმფრენი – უკრაინა რუსეთის დანაკარგების შესახებ მორიგ ცნობებს აქვეყნებს
14/03/2022 08:11:47 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, უკრაინული მხარის ცნობით, 14 მარტის მდგომარეობით დანაკარგი ასე გამოიყურება:
- 12000-ზე მეტი ადამიანი,
- ტანკები - 389 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა - 1249 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები - 150 ერთეული,
- სარაკეტო სისტემა - 64 ერთეული,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 34 ერთეული,
- თვითმფრინავი - 77 ერთეული,
- ვერტმფრენი - 90 ერთეული,
- საავტომობილო აღჭურვილობა - 617 ერთეული,
- გემები / ნავები - 3 ერთეული,
- საწვავის ავზები - 60,
- უპილოტო საფრენი აპარატი - 8.
მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.