Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსეთში გამოძიება დაიწყეს იმ სამხედროების წინააღმდეგ, რომელთაც ომში მონაწილეობა არ სურთ"

უკრაინის გენშტაბი: "რუსეთში გამოძიება დაიწყეს იმ სამხედროების წინააღმდეგ, რომელთაც ომში მონაწილეობა არ სურთ"

14/03/2022 08:03:31 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში რუსეთის სამხედროებთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ბანაკში განთავსებულია სამხედრო სარდლობის ბანაკი.

გენშტაბის ცნობით, ამ ბანაკში იმყოფებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უარს ამბობენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. წინასწარი გამოძიება სწორედ მათთან მიმართებით მიმდინარეობს.

ბანაკში ასევე იმყოფებიან სამხედროები, რომლებიც მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს და ნაწილებში გაგზავნას ელოდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S