Accentnews.ge
აქტივისტებმა პოლონეთის საზღვარზე ბელარუსსა და რუსეთისკენ მიმავალი სატვირთოები შეაჩერეს: ადგილზე უზარმაზარი რიგია [ვიდეო]

აქტივისტებმა პოლონეთის საზღვარზე ბელარუსსა და რუსეთისკენ მიმავალი სატვირთოები შეაჩერეს: ადგილზე უზარმაზარი რიგია [ვიდეო]

14/03/2022 07:41:25 ევროპა

აქტივისტები უკვე მეორე დღეა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, კოზლოვიჩი-კუკურიკის საგუშაგოზე ბლოკავენ სატვირთო მანქანებს, რომლებიც ბელარუსსა და რუსეთში მიემართებიან,– იუწყება აქციის მონაწილე.

აქტივისტები საზღვარზე თავდაპირველად შაბათს მივიდნენ და სანქციების გაფართოება მოიხოვეს, მათ შორის სატრანზიტო ტვირთებზე.

აქტივისტების ცნობით, 13 მარტის მდგომარეობით, დაბრკოლებული სატვირთო მანქანების კოლონის ხაზი 28 კილომეტრს აღწევდა.

"ის აფინანსებს ჩვენი თანამემამულეების მკვლელობებს", - განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე უკრაინელმა, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს.

თავის მხრივ აღშფოთებულნი არიან მძღოლებ და ამბობენ, რომ „პოლიტიკით არ ინტერესდებიან“ და რომ მხოლოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ.

„ჩვენ მართ დარწმუნებას ვცდილობთ, რომ ვითარებას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შეხედონ და რომ დღეს დუმილი მხარდაჭერას ნიშნავს“,– ამბობს აქტივისტი.

აქტივისტები სატვირთო მანქანების მძღოლებს ურიგებენ ბროშურებს: "რასაც თქვენ აკეთებთ, მხოლოდ აგრძელებს სისხლისღვრას. ეს ტვირთი არ სჭირდებათ აგრესიორებს, მაგრამ სჭირდებათ მათ მსხვერპლებს. ნუ იქნებით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები".

აქტივისტები გეგმავენ, რომ ბლოკადა 14 მარტსაც გააგრძელონ.

თემის კომენტირებისას საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანების უმეტესობას ტვირთი გადაჰქონდა არა პოლონეთიდან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან და რომ ეს იყო საქონელი, რომელიც არ ექვემდებარებოდა ევროკავშირის სანქციებს.

პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა შაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირში ჯერ არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო გადაზიდვების შეზღუდვის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ გაძლიერდება კონტროლი საზღვარზე, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S