
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
14/03/2022 07:21:39 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 466 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 944 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.36%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა,
- აჭარა - 20,
- იმერეთი - 66,
- ქვემო ქართლი - 17,
- შიდა ქართლი - 14,
- გურია - 24,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30,
- კახეთი - 12,
- მცხეთა-მთიანეთი - 6,
- სამცხე-ჯავახეთი - 5,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 659, აჭარაში - 102, იმერეთში - 283.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 54, იმერეთში - 72. 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.