"გაფრთხილებთ: თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, ხვალ რუსული რაკეტები ნატო-ს ქვეყნების მაცხოვრებლებს დაეცემათ!"
13/03/2022 23:58:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ღამით მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მან შეახსენა დასავლელ პარტნიორებს, რომ დასრულდა მე-18 დღე უკრაინელების ბრძოლისა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის.
"13 მარტის დღის დასაწყისი შავი აღმოჩნდა: ჩვენს სახელმწიფოზე კვლავ განხორციელდა ავიადარტყმები აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. მარტო ლვოვის ოლქს 30 რაკეტა დაეცა. უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში დაიღუპა 35 და დაიჭრა 134 ადამიანი. არადა, იქ არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის ტერიტორიას. იქიდან სულ ოციოდე კმ-ში კი უკვე ნატო-ს საზღვარია!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან გაიხსენა, როგორ "აფრთხილებდა გასულ წელს ნატო-ელ პარტნიორებს, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ ხისტ პრევენციულ სანქციებს არ დააწესებდნენ, პუტინი ომით წამოვიდოდა".
"ახლა გაფრთხილებთ: თუ ნატო ჩვენს ცას არ ჩაკეტავს, ხვალ რუსული რაკეტები უკვე ალიანსის წევრი ქვეყნების მაცხოვრებლებს დაეცემათ" - დასძინა ზელენსკიმ.


