Accentnews.ge
გერმანელი მინისტრი უკრაინის მიმართ ევროპისა და ნატო-ს შეცდომებს აღიარებს

გერმანელი მინისტრი უკრაინის მიმართ ევროპისა და ნატო-ს შეცდომებს აღიარებს

13/03/2022 22:07:24 ევროპა

ევროპამ და ნატო-მ უკრაინასთან მიმართებაში შეცდომები დაუშვეს, - თვლის გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი.

როგორც მინისტრმა "Frankfurter Allgemeine"-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ევროპისთვის, ნატო-სთვის, დასავლეთისთვის შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად თქმა, "თქვეთვის იქ შესვლა არ შეიძლებაო".

"ეს გამაღიზიანებელია. უკრაინა ორ ცეცხლს შუა, ხაფანგში გრძნობდა თავს. ერთის მხრივ, მას ახალისებდნენ, ემუშავა დემოკრატიის, თავისუფლების მიმართულებით და დასავლეთისკენ ეცქირა, ხოლო მეორეს მხრივ, არ აძლევდნენ მიერთების საშუალებას. ჩვენ დავდეთ რუსეთისგან დაცვის პირობა, მაგრამ არ გვსურდა, გვეხილა უკრაინა ნატო-ს პარტნიორად; ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მაგრამ ავაშენეთ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"; ჩვენ გვსურდა, უკრაინას საკუთარი თავი და ამით ევროპის უსაფრთხოებაც დაეცვა, მაგრამ არა ჩვენი იარაღით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს პოზიციებში არათანმიმდევრულები ვიყავით", - ამბობს ჰაბეკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S