რუსეთი ჩერნობილის ზონაში ტერაქტების ორ სცენარს ამუშავებს, - უკრაინული დაზვერვა
13/03/2022 19:40:32 მსოფლიო
რუსეთი ჩერნობილის ზონაში ტერაქტების ორ სცენარს ამუშავებს. ერთი მათგანი ჩერნობილის ტყეებში ხანძრის გაჩენაა რადიოაქტიური ღრუბლის წარმოსაშობად, მეორე კი - ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საცავის დაცხრილვა. ამაში რუსები უკრაინის ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავენ, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სამიზნე კიევია.
ბუდანოვი რუსული მხარის დღემდე გაუხმაურებელ დანაკარგებსაც ასახელებს: ამ დროისთვის განადგურებულია რუსეთის არმიის 13 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი. "რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეული მოქმედებების წარმოებას" - ამბობს ბუდანოვი "Крым.Реалии"-სთან ინტერვიუში და დასძენს, რომ "პრეზიდენტ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს გარდა, ეს სამხედრო ავანტიურა რუსეთის ხელმძღვანელობაში არავის მოსწონს".


